უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს ან დაიპყრეს რამდენიმე უკრაინული პოზიცია ქალაქ პოკროვსკთან, რომელიც სტრატეგიული ლოგისტიკური და სარკინიგზო წერტილია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.
DeepState-ის, საბრძოლო გეოლოკაციის საიტის მონაცემებით, რუსული ძალები დაჩქარებული ტემპით მიიწევენ პოკროვსკისკენ და ახლა 3 კილომეტრში არიან ქალაქის სამხრეთ გარეუბანიდან.
„ხანგრძლივი შეტაკებების გამო, ჩვენი ორი პოზიცია განადგურდა, ერთი დავკარგეთ. ამჟამად იდგმება ნაბიჯები პოზიციების აღსადგენად“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ფრონტის წარმომადგენელმა, ნაზარ ვოლოჩინმა.
კომენტარები