ჩვენი ყველაზე დიდი ტრაგედია არის სალომე ზურაბიშვილი. ეს არის კატასტროფა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის სახელმწიფო დამნაშავე.
„ის ხალხი, ვინც მას უკანასკნელი, უშვერი სიტყვებით აგინებდა, ყველას გვახსოვს როგორ აბუჩად იყო აგდებული, დღეს მის სასახლეში დაბრძანდებიან. უნდა გითხრათ, მომიწია ერთხელ პრეზიდენტის სასახლეში მისვლა და ჩემი თვალით ვნახე როგორ იყო ჩაფლული სახელმწიფო დამნაშავეებში. საშინელებაა, როდესაც სადღაც მოხვედი, დაგხვდა ეს რეალობა. არ გყავს გვერდით ნორმალური ადამიანები. ან აღარ არიან ის ნორმალური ადამიანები, ან შენ არ ეძებ, ან შენც შეკრული ხარ იმ არანორმალურ ადამიანებთან.
სალომე ზურაბიშვილი გახლავთ ის ქალბატონი, რომელმაც 1992 წელს მადლობა გადაუხადა სიგუას, კიტოვანს და ჯაბა იოსელიანს „დიქტატორი“ გამსახურდიას დამხობისთვის. ეს ის ქალია, ანუ როგორი საქართველო და როგორი თბილისი დაგვიტოვეს, ხომ გახსოვთ. ახლა ნახეთ როგორ ჰგავს ეს პროცესები და ჯვარი წერია ამის განვითარებას. ეს აუცილებლად უნდა აღიკვეთოს.
არაფერი სასიკეთო მაგას არ გაუკეთებია. ეს არის ევროპული გზა? ამისთვის აჯილდოებს იმ ჟურნალისტებს? ვინ არიან ეს ჟურნალისტები, ოდესღაც მას რომ აგინებდნენ და ლანძღავდნენ?
სალომე ზურაბიშვილი არის სახელმწიფო დამნაშავე და ნებისმიერი, ვინც იქ ტრიალებს“, – აღნიშნა მან.