ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი ისტორიაში, რომლის ქონებამ 400 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ილონ მასკის ქონება ახლა 439.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მისი ქონების ზრდას ხელი შეუწყო SpaceX-ის აქციების გაყიდვამ, რამაც მასკის წმინდა კაპიტალი დაახლოებით 50 მილიარდი დოლარით გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ მასკის ქონება ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 77%-ით გაიზარდა.
კომენტარები