ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატისთვის გაგზავნილ მუქარის შეტყობინებას აფასებს.
„დარწმუნებული ვარ, არც მას – ჩემს კოლეგას არ გაჰკვირვებია და არც ჩვენ არავის გაგვკვირვებია ამ ლიბერალური ფაშისტებისგან ასეთი განცხადებები, თუნდაც, იმ განცხადების მერე, რაც სუს-მა გააკეთა რამდენიმე დღის წინ. ასე რომ, გამოძიება მიმდინარეობს და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და დეტალი მიმდინარე გამოძიების პროცესში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
კომენტარები