რუსული ჯარები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ პოკროვსკიდან ორი მილის დაშორებით იმყოფებიან.
ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ მოხსენების თანახმად, რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს ან დაიკავეს ქალაქის მახლობლად განლაგებული უკრაინული პოზიციები.
უკრაინის სამხედრო სპიკერმა, ნაზარ ვოლოშინმა განაცხადა, რომ ბრძოლები უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე, ხარკოვის რაიონის სოფელ შევჩენკოვის გარეუბანში მიმდინარეობს.
უკრაინელი სამხედრო ბლოგერები იტყობინებიან, რომ სოფელი რუსებმა დაიკავეს, თუმცა ინფორმაცია არცერთი მხარის მიერ არ დადასტურებულა.
ამასთან ერთად, გაზგამანაწილებელმა კომპანიამ, „დონეცკობლგაზმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ქალაქ პოკროვსკს ბუნებრივი აირის მიწოდება ხუთშაბათს შეუწყდება.
ქალაქი პოკროვსკი დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებიდან, დაახლოებით, 11 მილის დაშორებით მდებარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პოკროვსკში ამჟამად 11 000 ადამიანი ცხოვრობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ პოკროვსკის მიმართულებით სასტიკი ბრძოლები გრძელდება.