ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა „Time“-მა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „წლის ადამიანად“ აღიარა.
ჟურნალმა ტრამპის გამოსახულებით გარეკანის მქონე სპეციალურ ნომერი გამოუშვა, სადაც მისი ვრცელი ინტერვიუ არის დაბეჭდილი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ტრამპის პოლიტიკურ აღმავლობას ამერიკის ისტორიაში ანალოგი არ აქვს. მისი პრეზიდენტობის პირველი ვადა კრახით დასრულდა.
მას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება სურდა, თუმცა საბოლოოდ ეს მცდელობა აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმაში გადაიზარდა.
2022 წლის ბოლოს, როცა ტრამპმა განაცხადა, რომ მეორედ იყრის კენჭს პრეზიდენტის პოსტზე, მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. მისი მრავალი თანაგუნდელი მას განუდგა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ჟურნალ Time-ს ვერსიით „წლის ადამიანი“ მომღერალი ტეილორ სვიფთი იყო, ხოლო 2022 წელს – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.