ტაძარში ვიყავი, ჯგუფმა ჩამოიარა, ტაძარში მოგვივარდნენ, მოღალატეებო და ქვეყნის მტრებო გამოდითო, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან მომხდარზე ვიდეომიმართვაში საუბრისას.
„ჩვენ გვეძახიან ქვეყნის მოღალატეებს. რატომ მეძახიან მოღალატეს? ეკლესიასა და პატრიარქს აგინებენ. კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა, ზუსტად ეგ იყო. ქუჩაში დადგნენ და გვეძახიან, „მოღალატე, გამოდი“. წარმოიდგინეთ, ტაძარში გივარდება, გიყვირიან და გეუბნებიან, გამოდი გარეთ, შე მოღალატე, ქვეყნის მეტრო. ამით რას აღწევთ, ამით რა უნდა მივიღოთ? ეკლესიის გმობით, პატრიარქის გინებით, ტელევიზიების ეთერში პატრიარქს აგინებდნენ, ლანძღავდნენ, არავის ამოუღია ხმა”, – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.
კომენტარები