პარლამენტში პრეზიდენტის არჩევის პროცედურა დაიწყო. ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო კოლეგიის წევრებს ხმის მიცემის წესები განუმარტა.
მისი განცხადებით, კენჭისყრა დილის 9:00 საათიდან 14:00 საათამდე გაიმართება.
კენჭისყრა ღია წესით მიმდინარეობს და ბიულეტენები სახელობითია. ცესკოს წარმომადგენელი ანბანური პრინციპით აცხადებს საარჩევნო კოლეგიის წევრებს. თითოეულ მათგანს მისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი გადაეცემა. არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ისინი ბიულეტენებს სხდომათა დარბაზში განთავსებულ საარჩევნო ყუთში ათავსებენ.
დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
კომენტარები