პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი კლიმატის დამცველი აქტივისტების მიერ ქვეყანაში გზების გადაკეტვას გამოეხმაურა.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, გზების გადაკეტვა არღვევს სხვა მოქალაქეების უფლებებს და შეიძლება განიხილებოდეს როგორც დანაშაული“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.
პოლონეთში, კლიმატის აქტივისტები ბლოკავენ ვისლოსტრადას, ისევე როგორც დედაქალაქის სხვა არტერიებს.
კლიმატის აქტივისტები ამბობენ, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მოაწყონ ყველაზე დიდი ბლოკირება, რადგან პრემიერ-მინისტრი მათ არ ხვდება და არ პასუხობს მათ მოთხოვნებს.
კომენტარები