ზურაბიშვილი თუკი კიდევ ერთხელ, კონსტიტუციას გადაიკითხავს ან საკონსტიტუციო სამართალში მოისმენს მცირე ლექციას, ცუდი არ ინება. მისი სურვილები ქვეყნისა და ერის ნებასა და სურვილებს რადიკალურად რომ ცდება, ესეც საზოგადოებისთვის ცნობილია, – განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თმით, ჯობს, სალომე ზურაბიშვილმა დროულად მოძებნოს სხვა სამსახური.
“მთავარი ის არ არის, რას ფიქრობს ზურაბიშვილი, მთავარი ის არის, რა გადაწყვეტილება მიიღო ქართველმა ხალხმა. იმ ხალხმა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე, უდიდესი უმრავლესობით მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და იმ ლეგიტიმური მანდატის განხორციელების შედეგია ის, რაც დღეს ხდება საქართველოს პარლამენტის სასახლეში.
სალომე ზურაბიშვილმა ჯობია, დროულად მოძებნოს სხვა სამსახური. ფაქტობრივად, მას ეს სამსახური აღარ აქვს. ეს მსახურება ძალიან ნეგატიურად არის შეფასებული ქართველი ხალხის მიერ და ის 1,120მლნ ხმა, რომელიც „ქართულმა ოცნება“ მიიღო, ამ ხმებით დამარცხდა სწორედ სალომე ზურაბიშვილი. ასე, რომ მისი წიაღსვლები, რომ ლეგიტიმური პოსტი უკავია და არის მტკნარი სიცრუე, ამას საზოგადოება ძალიან კარგად აღიქვამს, მაგრამ თვით ამ მახინჯ ლოგიკაშიც კი ის აბსოლუტურად დამარცხებულია. შესაბამისად, ერთად-ერთი რაც მას დარჩენია, დროულად მოძებნოს სამსახური – ეს მისი საქმეა და ჩვენი საქმე არ არის. რა თქმა უნდა, როდესაც პრეზიდენტი შეუდგება უფლებამოსილებას, იგი შებრძანდება იმ სასახლეში, რომელიც მას ეკუთვნის კონსტიტუციითა და იმ წესრიგით, რაც საქართველოში არსებობს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.