მოსკოვში რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტის იგორ კირილოვის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა უკრაინულმა მხარემ აიღო. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, გენერლის აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას. „ჩვენ ვიყავით ჩართული ამ ოპერაციაში“, – ციტირებს The Guardian-ი წყაროს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან.
ცნობისთვის, კირილოვი და მისი თანმხლები პირი დღეს დილით მოსკოვში, რიაზანის გამზირზე ააფეთქეს. წინასწარი ვერსიით, კირილოვი და მისი თანაშემწე ელექტრო სკუტერში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას ემსხვერპლნენ. ასაფეთქებელი მოწყობილების სიმძლავრემ 300 გრამი ტროტილის ეკვივალენტი შეადგინა.
კომენტარები