მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვერ შეძლო ბრისბენის ATP250-ის ტურნირის ნახევარფინალში გასვლა.
„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონმა მეოთხედფინალში წააგო ამერიკელ რაილი ოპელკასთან, რომელიც რეიტინგში 293-ე ნომერია.
შეხვედრა საათი და 40 წუთი გრძელდებოდა და ოპელკამ ორ სეტში მოიგო – 7:6(6), 6:3. ჯოკოვიჩმა რვა ეისი ჩააწოდა და ვერ გამოიყენა ერთადერთი ბრეიკპოინტი. ამერიკელს 16 ეისი და ხუთი ბრეიკპოინტი ჰქონდა და ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება.
ტურნირის ნახევარფინალში ოპელკას მეტოქე იქნება ფრანგი ჯოვანი პერიკარი.
კომენტარები