უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელმა, გენერალმა, კიტ კელოგმა უკრაინაში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
კელოგის ვიზიტი უკრაინაში იანვარში იყო დაგეგმილი, თუმცა უცნობია, რა გახდა მისი გადადების მიზეზი.
„როიტერის“ წყაროების თანახმად, კელოგი კიევში გაემგზავრება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, თუმცა ვიზიტის კონკრეტული დრო ჯერ განსაზღვრული არ არის.
შეგახსენებთ, „როიტერი“ ჯერ კიდევ დეკემბერში წერდა, რომ კელოგი იანვრის დასაწყისში კიევსა და ევროპის სხვა რამდენიმე ქალაქს ეწვეოდა. ინფორმაცია შემდგომში დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
კომენტარები