საფრანგეთს ქარიშხალი „ფლორიანი“ დაატყდა თავს. 19 პროვინციაში საფრთხის „ნარინჯისფერი“ დონეა გამოცხადებული, – იუწყება Euronews-ი.
ქარიშხალი დასავლეთიდან აღმოსავლეთ ნაწილისკენ მოემართება. საფრანგეთის მეტეოროლოგიური სააგენტო „Meteo France“-ი იტყობინება, რომ ქარიშხალი, შესაძლოა, პარიზსაც დაატყდეს თავს.
სინოპტიკოსების თქმით, ქარიშხალ „ფლორიანის“ სიჩქარე 110 კმ/სთ-ში აღწევს. გავრცელებული ინფორმაციით, ქარიშხლის სიმძლავრე საღამოს საათებში დაიწყებს შესუსტებას.
კომენტარები