რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში მდებარე რამდენიმე სოფლის დაკავება შეძლო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კერძოდ, მედიის თანახმად, რუსეთმა ხარკოვის ოლქში სოფელი ლოზოვაია დაიკავა, ხოლო დონეცკის ოლქში – სოფლები ივანოვკა და შევჩენკო.
გარდა ამისა, რუსულმა ჯარმა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკის მიმართულებით წინ წაიწია. ფრონტის ხაზი ტორეცკთან და რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე სოფელ ბერდინთან დგინდება.
კომენტარები