საფრანგეთის „ნაციონალური პარტიის“ დამფუძნებელი ჟან მარი ლე პენი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, – იუწყება DW.
მსოფლიო პრესა მასზე წერს, როგორც ფრანგული პოლიტიკის მნიშვნელოვან ფიგურაზე ათეული წლების განმავლობაში.
ჟან მარი ლე პენი საფრანგეთის„ ნაციონალური ფრონტის“ დამაარსებელია. ის პარტიას 1972-2011 წლებში ხელმძღვანელობდა და ხუთჯერ მონაწილეობდა საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში.
2002 წლის არჩევნებში მოულოდნელად მეორე ტურში გავიდა, როდესაც მემარცხენეების მთავარ კანდიდატს, ლიონელ ჟოსპენს გაუსწრო, თუმცა ჟაკ შირაკთან დამარცხდა.
2011 წელს ის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისმა შვილმა, მარინ ლე პენმა ჩაანაცვლა.
ჟან მარი ლე პენი რადიკალური განცხადებებით გამოირჩეოდა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ჰოლოკოსტი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის ეპიზოდი იყო. ამ განცხადებამ მისი პოლიტიკური კავშირები საფრთხის ქვეშ დააყენა. კონფლიქტი მას საკუთარ ქალიშვილთან მარინ ლე პენთანაც მოუვიდა, რომელმაც 2011 წელს პარტიის რებრენდინგი ჩაატარა. 2018 წელს პარტიამ სახელი შეიცვალა და მას „ეროვნული გაერთიანება“ ეწოდა.
მარინ ლე პენმა სამჯერ იყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში. 2015 წელს კი გარიცხა მამა პარტიიდან ანტისემიტური განცხადებების გამო, თუმცა 2018 წლამდე ის პარტიის საპატიო თავმჯდომარედ რჩებოდა.