ევროკავშირზე ზეწოლა იზრდება, რათა გამოიყენოს სამართლებრივი საშუალებები ილონ მასკის ჩარევის წინააღმდეგ, – წერსამერიკული გამოცემა POLITICO.
როგორც გამოცემა POLITICO აღნიშნავს, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ შეისწავლიან, უწევს თუ არა პლატფორმა X-ი უსამართლო მხარდაჭერას ულტრამემარჯვენეებს გერმანიის არჩევნებში.
„ილონ მასკის გადაწყვეტილებამ, უმასპინძლოს გერმანიის ულტრამემარჯვენე ლიდერს, ალისა ვაიდელს პირდაპირ ეთერში [პლატფორმა] X-ზე, გამოიწვია ევროკავშირის ლიდერებისა და კანონმდებლების აღშფოთება, რომლებმაც ორშაბათს მოუწოდეს ბრიუსელს, გამოიყენოს თავისი სამართლებრივი ძალა ილონ მასკის შესაკავებლად“, – ნათქვამია სტატიაში.
ევროკომისიაში განაცხადეს, რომ უწყება გააანალიზებს, არღვევს თუ არა ევროკავშირის ციფრული სერვისების კანონს, ილონ მასკსა და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერს, ალისა ვაიდელს შორის 9 იანვრისთვის დაგეგმილი ონლაინ-ინტერვიუ, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გავა.
ევროკომისიამ 2023 წლის დეკემბერში დაიწყო პლატფორმა X-ის ციფრული სერვისების კანონთან (DSA) შესაბამისობის შესახებ ოფიციალური პროცესი, რაც ეხება დარღვევებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამოქალაქო დისკურსი.
DSA-ს მიხედვით, რომელიც ძალაში შევიდა 2023 წლის აგვისტოში, უმსხვილესი ონლაინ პლატფორმები ვალდებულნი არიან შეამცირონ პოტენციური რისკები, როგორიცაა დეზინფორმაცია.