აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზაში მყოფი მძევლები მის ინაუგურაციამდე, ანუ 20 იანვრამდე თუ არ გათავისუფლდებიან, „ახლო აღმოსავლეთში ჯოჯოხეთი დატრიალდება“.
„ეს არ იქნება კარგი „ჰამასისთვის“ და, გულწრფელად რომ გითხრათ, არც არავისთვის. ჯოჯოხეთი დატრიალდება. მეტი არაფრის თქმა არ მჭირდება, მაგრამ ეს არის რეალობა“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა „არასდროს უნდა მომხდარიყო“.
ამასთან, სტივ ვიტკოფმა, რომელიც ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში ახლო აღმოსავლეთში სპეციალური წარმომადგენელის პოზიციაზე დაასახელა, შეხვედრაზე განაცხადა, რომ ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები „მნიშვნელოვან პროგრესს“ აღწევს.
„ნამდვილად იმედი აქვს, რომ ინაუგურაციისთვის გვექნება კარგი სიახლეების გამოცხადების შესაძლებლობა პრეზიდენტის სახელით. სწორედ პრეზიდენტი, მისი რეპუტაცია და მის მიერ ნათქვამი სიტყვები წარმართავს ამ მოლაპარაკებებს. ასე რომ, იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება და რამდენიმე სიცოცხლეს გადავარჩენთ“, – აღნიშნა ვიტკოფმა.