ფაქტობრივად, იგივე გაიმეორა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ და დიდი მადლობა მას ამ ობიექტურობისთვის, ვინაიდან, ეს ყველაფერი ეყრდნობოდა მხოლოდ ობიექტურ შეფასებას, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ქვეყნების სუვერენიტეტებთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას პოზიციასთან დაკავშირებით.
„იმ შეკითხვასთან დაკავშირებით რაც მას დაუსვეს, რომ გარედან ლეგიტიმაციის აღიარება უნდა ხდებოდეს თუ არ უნდა ხდებოდეს, მაგალითად ფინეთის შემთხვევაში, რომლის პარლამენტსაც ქალბატონი კაუმა თავად წარმოადგენს, მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა ის, რომ ეს არის ყოვლად დაუშვებელი, ვინაიდან, ეს აყენებს ფაქტობრივად შეურაცხყოფას თვითონ ქვეყნის სუვერენიტეტს. ანუ, ფაქტობრივად, იგივე გაიმეორა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ და დიდი მადლობა მას ამ ობიექტურობისთვის, ვინაიდან, ეს ყველაფერი ეყრდნობოდა მხოლოდ ობიექტურ შეფასებას“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.