ის, რომ ოპოზიციას გეგმა არ აქვს, დიდი ხანია, ვიცით, ჩვენგანაც ხშირად გაგიგიათ ოპოზიციის კრიტიკა იმის გამო რომ, გეგმა აქამდე იყო წარსადგენი, ქალბატონ სალომესაც ამის გაკეთება თუ უნდოდა, მანამდე, როცა ქარტიას წერდა, მაშინ უნდა ეფიქრა დოკუმენტზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ოპოზიციისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა ის, რაც ახლა ხდება.
„ჩვენ თავიდანვე ვაფრთხილებდით ქართულ საზოგადოებას, რომ არც ქალბატონი სალომეს ნდობა შეიძლება და არც ამ ოპოზიციის. ამიტომ, ბევრად მეტი უნდა გვეფიქრა მაშინ, როდესაც ნდობას ვუცხადებდით ამ საზოგადოებას. დღევანდელი უგეგმობა და ის, რომ დამალული არიან ფრონტის წინა ხაზიდან, ქართული ოპოზიციისთვის ჩვეულებრივი გასართობია“, – განაცხადა ხვიჩიამ.
კომენტარები