პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა, ალის ვაიდელმა ილონ მასკთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ანგელა მერკელმა, ფაქტობრივად, გაანადგურა გერმანია.
„ჩემი აზრით, ანგელა მერკელმა, ფაქტობრივად, გაანადგურა ჩვენი ქვეყანა. ხალხის უკითხავად, მან გახსნა ჩვენი საზღვრები არალეგალური იმიგრაციისთვის, მან გაანადგურა ჩვენი ხერხემალი საზიზღარი ენერგეტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით. გერმანია ერთადერთი ინდუსტრიული ქვეყანაა, რომელმაც გათიშა ატომური ელექტროსადგურები“, – აღნიშნა ალის ვაიდელმა.
კომენტარები