შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის დაკრძალვის ცერემონიას ამერიკის ხუთი პრეზიდენტი ესწრებოდა. ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში, მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ასევე, ყოფილი პრეზიდენტები – ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი მივიდნენ. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი 29 დეკემბერს 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კომენტარები