ვენესუელის ოპოზიციონერი ლიდერი მარია კორინა მაჩადო აქციაზე დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შესახებ მისმა პოლიტიკურმა მოძრაობამ სოციალურ მედიაში გაავრცელა ინფორმაცია.
მაჩადო კარაკასში ანტისამთავრობო მსვლელობის დროს დააკავეს. ეს მისი პირველი საჯარო გამოჩენა იყო რამდენიმე თვის შემდეგ.
„მაჩადო ძალადობრივად დააკავეს, როდესაც ის მსვლელობას ტოვებდა“, – აღნიშნეს ოპოზიციაში.
ოპოზიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს საპროტესტო აქციებს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომლის მესამე ვადით ინაუგურაცია პარასკევს არის დაგეგმილი.
კომენტარები