თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული 11 ადამიანის სასამართლო პროცესი იწყება, მათ შორის, ანდრო ჭიჭინაძის და ონისე ცხადაძის.
პროკურატურა დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. ცნობილია, რომ დაცვის მხარე სასამართლოს დაკავებულების დარბაზიდან გათავისუფლებას, ალტერნატივის სახით კი გირაოს შეფარდებას სთავაზობს.
პარალელურად კი საქალაქო სასმართლოს ეზოში დაკავებულების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
კომენტარები