ამერიკელი მოდელისა და მსახიობის პერის ჰილტონის სახლი მალიბუში, ხანძრის შედეგად დაიწვა, – წერს ჰილტონი სოციალურ ქსელ X-ში.
პერის ჰილტონის თქმით, ის განადგურებულია მომხდარით.
„იჯდე ოჯახთან ერთად და უყურებდე ახალ ამბებს იმის შესახებ, თუ როგორ იწვის პირდაპირ ეთერში ჩვენი სახლი მალიბუში – ეს არის ის, რაც არასდროს არავინ არ უნდა განიცადოს“, – წერს ჰილტონი.
მისი თქმით, ამ სახლთან მას და მის ოჯახის წევრებს ბევრი ტკბილი მოგონებები აკავშირებს. ჰილტონის თქმით, სწორედ ამ სახლში გადადგა პირველი ნაბიჯები მისმა უფროსმა შვილმა – ფენიქსმა.
ჰილტონმა თანაგრძნობა გამოუცხადა ყველას, ვინც ამ ტრაგედიის დროს ახლობლები დაკარგა. მან ასევე მიმართა მეხანძრეებს, რომლებსაც ნამდვილი გმირები უწოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კიმ კარდაშიანის, ლედი გაგას, შერის და სხვა ვარსკვლავების მდიდრული სახლებიც საფრთხის ქვეშაა.
ლოს-ანჯელესში, ტყის ხანძრების შედეგად, 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა განადგურდა. დაიღუპა ათი ადამიანი. არიან დაშავებულებიც. გაცემულია 180 ათასამდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება. ამ დროისათვის მეხანძრეები ვენტურის ოლქში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს. სტიქიით მიყენებული ზარალი 50 მილიარდ დოლარს აღემატება.
მალიბუში პერის ჰილტონის სახლი დაიწვა
2025/01/10 13:59:39
კომენტარები
ნანახია: 8 ჯერ