კანადამ ვენესუელის მთავრობის 14 მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ „როიტერი” წერს.
კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი მონაწილეობდნენ აქტივობებში, რომლებიც მხარს უჭერდნენ ვენესუელაში ადამიანის უფლებების დარღვევას.
„სანქციები არის სოლიდარობის გზავნილი ვენესუელელი ხალხის მიმართ“, – ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომელმაც დღეს მესამე ვადით დაიკავა თანამდებობა, მუდმივად უარყოფს შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს და აცხადებს, რომ ეს არის უკანონო ზომები, რომლებიც წარმოადგენს „ეკონომიკურ ომს“ და მიზნად ისახავს ვენესუელას დასუსტებას.
კომენტარები