საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის რეიტინგი 21%-მდე დაეცა. ინფორმაციას ფრანგული მედია კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
Ipsos-ის უახლესი სოციოლოგიური კვლევით, საფრანგეთის პრეზიდენტის მოწონების მაჩვენებელი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალია.
ფრანგული მედიის ცნობით, პირველი პირის რეიტინგი 2024 წლის ივლისიდან, მას შემდეგ კლებულობს, რაც მან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გამოაცხადა, რამაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გაყოფა და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.
Ipsos-ის უახლესი სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, ემანუელ მაკრონის მიერ დანიშნულ ექვს პრემიერ-მინისტრს შორის რეკორდულად დაბალი, 20 პროცენტიანი რეიტინგი აქვს დეკემბერში დანიშნულ ფრანსუა ბაირუსაც.
კომენტარები