ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალენემ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი მთავრობა 5 მილიონი ევროს ღირებულების 4 500 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს უკრაინას.
„მეამაყება ვთქვა, რომ ლიეტუვა ამ კვირას უკრაინას 5 მილიონი ევროს ღირებულების 4 500 დრონს გადასცემს. დამატებით, ბოლო სამთავრობო შეხვედრაზე ჩვენ დავამტკიცეთ სახელმწიფო აღჭურვილობის გადაცემის სწრაფი პროცედურები. ეს ცვლილებები საგრძნობლად შეამცირებს დროს საჭირო პროცედურების გასავლელად, რათა დახმარება უკრაინას უფრო სწრაფად მიეწოდოს“, – დაწერა მან.
კომენტარები