პოლონეთში, ავეჯის მაღაზია IKEA-ს საწყობში რამდენიმე ასეულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს მიაგნეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხმა სამხედრომ, რომლებსაც სატვირთო მატარებლიდან საბრძოლო მასალები უნდა გადმოეტვირთათ, მოვალეობა არ შეასრულეს.
როგორც პოლონეთის თავდაცვის უწყებაში განმარტეს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები დანიშნულების ადგილზე მიტანის ნაცვლად, დაიკარგა.
საბრძოლო მასალას, მოგვიანებით, ავეჯის შვედური მაღაზიის საწყობში მიაგნეს. თავად ეჭვმიტანილები დანაშაულს არ აღიარებენ. მათ ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
კომენტარები