დანია აცნობიერებს, რომ შეერთებულ შტატებს არქტიკაში უსაფრთხოების ინტერესები აქვს, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა.
მისივე თქმით, კოპენჰაგენი მზად არის, განიხილოს ეს საკითხი არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან.
„ჩვენ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ამერიკელებს აქვთ გარკვეული შეშფოთება არქტიკაში უსაფრთხოებასთან დაკავშრებით, რასაც ვიზიარებთ. ამიტომ გრენლანდიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები აშშ-ის მომავალ პრეზიდენტთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამერიკის ლეგიტიმური ინტერესები“, – განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.
კომენტარები