ევროკავშირში შიშობენ, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს ევროპელი ლიდერების გარეშე გამართავს. სტატიას ამ შინაარსით Euractiv-ი ავრცელებს.
Euractiv-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ევროპელები ცდილობენ დარწმუნდნენ, რომ პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან აუცილებლად იქნებიან.
უფრო მეტიც, სტატიის ცნობით, თავად უკრაინელი მაღალჩინოსნებიც აქტიურად უჭერენ მხარს ტრამპის როლს პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში და თავს იკავებენ მისი კომენტარების გაკრიტიკებისგან, რადგან არ გამორიცხავენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან არც უკრაინელები აღმოჩნდნენ.
კომენტარები