გამანადგურებელი ხანძრის ფონზე ლოს-ანჯელესში მაროდიორობის ფაქტები გამოვლინდა. ინფორმაციას Fox News-ი ქალაქის საოლქო პროკურორზე ნათან ჰოჰმანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოლქის პროკურატურამ შესაბამისი დამადასტურებელი კადრებიც გაავრცელა. პროკურატურის თანახმად, უკვე დაკავებულია ათი ადამიანი, მათ შორის ერთი ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი.
„ყოველ ასეთი ფაქტს გამოვიძიებთ, დამნაშავეებს კი დავაკავებთ. სასჯელი მაქსიმალური იქნება. უკვე დაკავებულია 10 ეჭვმიტანილი, მათგან 9-ს მაროდიორობაში, ერთს კი ცეცხლის გაჩენაში ედება ბრალი“, – განაცხადა ჰოჰმანმა.
კომენტარები