„რესპუბლიკური“ პარტიის კონგრესმენების ჯგუფმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ამერიკის მიერ გრენლანდიის ყიდვას გულისხმობს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
„რესპუბლიკელმა“ ტენესის შტატიდან ენდი ოგლსმა 10 თანაპარტიელთან ერთად შეიმუშავა კანონპროექტი სახელწოდებით „დავუბრუნოთ გრენლანდიას დიდება“. კანონმდებლების თქმით, აღნიშნული კანონის დამტკიცების შემთხვევაში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტის დონალდ ტრამპს გრენლანდიის ყიდვის იურიდიული საფუძველი ექნება.
ახალი ინიციატივის თანახმად, ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ დანიასთან გრენლანდიის ყიდვის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას შეძლებს, ხოლო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ის ვალდებული იქნება კონგრესს, როგორც სახაზინო ფულის განმკარგველს, მიმართოს.
კომენტარები