ამერიკელ მილიარდერს, ილონ მასკს, რომელიც დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს, სამუშაო ოთახს თეთრ სახლში, არჩეული პრეზიდენტის კაბინეტთან ახლოს უმზადებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაზეთი აღნიშნავს, რომ ასეთი შესაძლებლობა ილონ მასკს საშუალებას მისცემს, წვდომა ჰქონდეს დონალდ ტრამპთან, როდესაც ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დაიწყებს.
კომენტარები