გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ჩასვლით ვაჩვენო, რომ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას აქტიურად ვაგრძელებთ. ეს არის სიგნალი იმის შესახებ, რომ გერმანია, როგორც ევროპაში ნატოს უმსხვილესი ქვეყანა, უკრაინის მხარეს დგას არა მარტო, არამედ ხუთ ქვეყანასთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად“, – აღნიშნა პისტორიუსმა კიევში ჩასვლისთანავე.
კიევში პისტორიუსი აპირებს გამართოს შეხვედრები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ კიევში ჩასვლამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ვარშავაში უკრაინის დახმარების საკითხზე მოლაპარაკებები გამართა თავის კოლეგებთან პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
კომენტარები