დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა, ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო მოხმარების ფაქტზე, დავით ხარშილაძის მიმართ.
სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის 2017 წლის 14 მარტის დასკვნის საფუძველზე, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დავით ხ.-ს ნარკოტიკული საშუალება – ”ბუპრენორფინის“ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
”წესისამებრ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი, მოწვეულ იქნა პენიტენციური დაწესებულებიდან. ღია სასამართლო სხდომაზე დავით ხ.-ს განემარტა უფლებები, მათ შორის წარმომადგენლის დახმარების უფლების თაობაზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომა ექიმ-ნარკოლოგის პროცესზე მოწვევის მიზნით 2017 წლის 4 მაისს 13:00 საათისთვის გადაიდო, დავით ხ.-ს სრული შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს წარმომადგენლის/ადვოკატის დახმარებით”, – ნათქვამია სასამართლოს პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქალაქო სასამართლო დავით ხარშილაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
2017/04/20 21:44:56
კომენტარები
ნანახია: 1543 ჯერ