პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ჟურნალისტებთან.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით თანამშრომლობა, პარტნიორობა, იმისათვის, რომ დაცული იყოს ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთთან პარტნიორობის და მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. დღეს ჩვენ ერევანში ვართ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფორმატში. ამასთან ერთად, გვქონდა ორმხრივი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით თანამშრომლობა, პარტნიორობა, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები. ეკონომიკური კუთხით ურთიერთობების გაღრმავებაც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. დღემდე გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ტურიზმის სფეროში და ჩვენთვის პრიორიტეტია არსებული რესურსების მაქსიმალურად ათვისება და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება’, – განაცხადა პრემიერმა.