უკრაინის ქალაქ პოლტავაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა. მსხვერპლთა შორის ერთი ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
პოლტავაში რუსული თავდასხმის სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა გახდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვამ შენობის შესასვლელი პირველიდან მე-5 სართულამდე დაანგრია, გაჩნდა ცეცხლი, ასევე დაზიანდა მომიჯნავე სახლები და 12 ავტომობილი.
დაშავებულია 17 ადამიანი.
უწყების ინფორმაციით, ფსიქოლოგიური დახმარება აღმოუჩინეს 177 ადამიანს, რომელთა შორის 10 არასრულწლოვანია. ადგილზე სამაშველო-ავარიული სამუშაოები გრძელდება.
კომენტარები