მაგისტრალის გადაკეტვა არის ერთ-ერთი გამოვლინება იმ გეგმის, რასაც ჰქვია ქვეყნის ჩამოშლა, ეკონომიკის დანგრევა, ტურიზმის ხელშეშლა და ლარის კურსის გაუფასურება, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით.
„მაგისტრალის გადაკეტვა არის ერთ-ერთი გამოვლინება იმ გეგმის, რასაც ჰქვია ქვეყნის ჩამოშლა, ეკონომიკის დანგრევა, ტურიზმის ხელშეშლა და ლარის კურსის გაუფასურება. ამ ყველაფერმა საერთო ჯამში უნდა შექმნას მათი [ოპოზიციის] აზრით ისეთი ფონი, რომლის შედეგადაც განხორციელდება გლობალური „დიფ სთეითის“ იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა-აზიის დამაკავშირებელ დერეფანს გააკონტროლებს არა თვითონ ქვეყანა – საქართველო, მისი ხელისუფლება და მისი ხალხი, არამედ კონკრეტული ძალები, რომლებიც საერთაშორისო გლობალურ დაპირისპირებაში არიან ჩართული“, – აღნიშნა ვოლსკიმ.