ბიძინა ივანიშვილის წერილში საინტერესო ანალიზია გაკეთებული, როგორც წარსულის მოვლენების, დღევანდელობის, ისე გასული წლების დინამიკის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევძლებთ 3 და 4 წელიწადში საქართველოს მოქალაქეების ყოფის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, თუმცა, წერილში ჩამოთვლილი ყველა შედეგი იყო ნამდვილად სანატრელი თითოეული მოქალაქისთვის 4 წლის წინ, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ამიტომ, ასეთი წერილი ყველას სჭირდება. ის ჩემთვისაც დიდი მუხტის მატარებელი იყო და ვფიქრობ, ჩვენს თანაგუნდელებსაც სჭირდებათ ხანდახან ასეთი გამხნევება და შემოძახება”, – განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება ღია წერილში “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას, პრემიერმა კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ამ საკითხზე არჩევანი 4 წლის წინ გააკეთა.
კომენტარები