საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ პრეზიდენტებს ადგილზე მავთულხლართებისა და ღობეების უკანონო აღმართვით გამოწვეული პრობლემები და ოკუპაციის შედეგები გააცნო.
კომენტარები