სომხეთში, თავდაცვის სამინისტროს სამი მაღალჩინოსანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ერთ გენერალ-მაიორსა და ორ პოლკოვნიკზე.
გენერალ-მაიორი მელს ჩილინგარიანი ცოტა ხნის წინ სომხეთის შეიარაღებული ძალების შეიარაღების შესყიდვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მოხსნეს, ამის შესახებ სომხური მედია წერს.
სამხედრო მაღალჩინოსნები ეჭვმიტანილი არიან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მატერიალური ზიანის მიყენებაში.
კომენტარები