აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს არ დაამტკიცებს.
„არავის აქვს ამის მადა. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ევროპელი მოკავშირეებიც იაზრებენ ამის აუცილებლობას“, – თქვა ჯონსონმა.
მან უკრაინაში მიმდინარე ომსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთმა 700 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო უკრაინის დანაკარგები მეტია. „ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს კონფლიქტი“, – დასძინა ჯონსონმა.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არის „ბრუტალური ძალა“, რომელსაც ამ ომის დასრულება შეუძლია.
კომენტარები