ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასმა“ მძევლის, შირი ბიბასის ცხედრის გადაცემის შეთანხმება დაარღვია, რის გამოც ისრაელი შურს იძიებს.
ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„ჩვენ ვიმოქმედებთ მტკიცედ, რათა შირი სახლში დავაბრუნოთ ყველა ჩვენს მძევალთან ერთად, როგორც ცოცხლებთან, ისე გარდაცვლილებთან, და უზრუნველვყოთ, რომ „ჰამასმა“ საკადრისი პასუხი მიიღოს შეთანხმების დარღვევის გამო“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
კომენტარები