გურიის რეგიონში დიდთოვლობის გამო წარმოქმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად საქართველოს თავდაცვის ძალები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ამინდის პირობებიდან და უხვი ნალექიდან გამომდინარე პროცესი ცვალებადია. გზებზე ან ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით ვითარება შეიძლება შეიცვალოს.
ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თავდაცვის ძალების პირველი ამოცანა კომუნიკაციების უზრუნველყოფა, საკომუნიკაციო გზების დასუფთავებაა. შემდეგ კი, ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება ხდება.
„ბევრი სამედიცინო ეკიპაჟია მობილიზებული რეგიონში და ვცდილობთ, ყველა გამოძახება იყოს პასუხგაცემული და ჰქონდეს ყურადღება მიქცეული. ამ დინამიკას შევინარჩუნებთ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
კომენტარები