გარემოს ეროვნული სააგენტო სინოპტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უახლოეს დღეებში ელოდება. დღეს, დღის მეორე ნახევრიდან უხვი ნალექის შეწყვეტაა ნავარაუდები გურია-აჭარა- სამეგრელოს ტერიტორიაზე.
მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში, ტემპერატურა დღისით მოიმატებს, თუმცა, ღამით ყინვა შენარჩუნდება.
„მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის პირობების გაუმჯობესებას ველოდებით. გურია-აჭარა-სამეგრელოს ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება. მაქსიმალური ტემპერატურა დღეისთვის დასავლეთ საქართველოში +2-+7 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 0-+5 გრადუსის ფარგლებში იქნება. თბილისშიც +4 გრადუსი დაფიქსირდება”, – განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.
კომენტარები