ქართულ რადიკალურ ოპოზიციას და ენჯეო აგენტურას ჰყავთ ერთი პატრონი, ისინი არიან უცხო ქვეყნის აგენტები, ასრულებენ მათ დავალებას, ისინი აქ მუშაობენ სახელმწიფოს ძირის გამოთხრაზე და კონსტიტუციურ წყობილების ძირის გამოთხრაზე, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა.
„რაც შეეხება კონკრეტულად იმ სიას, ლაშა ტალახაძე არის ადამიანი, რომლითაც ამაყი უნდა იყოს თითოეული ქართველი, რომ ჩვენ გვყავს ასეთი კაცი. როცა ასეთი ადამიანის დასანქცირებას ითხოვ, უკვე ხარ ქვეყნის მოღალატე და არარაობა. არ ვიცი ოპოზიციასთან ერთად შეადგინეს თუ არა ეს სია, მაგრამ დღეს რომ ვისმენდი ოპოზიციის განცხადებებს ამ თემაზე, ისინი მაინც იქ არიან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობდნენ ამ სიის შედგენაში თუ არა“, – განაცხადა სუბარმა.
ბალტიისპირეთში გაგზავნილი დასასანქცირებელ პირთა სია ეკა გიგაურმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა პირადი პოლიტიკური გემოვნებით შეადგინეს. როგორც ირკვევა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორმა ესტონეთში ე.წ. შავი სიებიც გააგზავნა და თავისი ორგანიზაციის რეგისტრაციის ახალ ადგილადაც იგივე ქვეყანა აირჩია.