საზოგადოება კარგად ხედავს, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა და ISFED-დთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლება ათასობით ხმების გაყალბებაზე ისაუბრო და არანაირი სამხილი არ წარადგინო.
„როგორ შეიძლება, ათასობით ხმის გაყალბებაზე ისაუბრო მთელი ამ ხნის განმავლობაში და არანაირი სამხილი არ წარმოადგინო. ეს იყო საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, მოტყუება, რომ რაღაც გარკვეული შუღლი ჩაეთესათ, რაღაც ტემპერატურა აეწიათ, თუმცა, ძალიან კარგად ხედავს ჩვენი საზოგადოება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა“, – განაცხადა სოსიაშვილმა.
ISFED-ი „პივიტის“ დოკუმენტებს ისევ არ ასაჯაროებს და არჩევნების ე.წ. გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურისთვის მტკიცებულების წარდგენისთვის დროს ითხოვს.