უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი საკმაოდ ხშირად ციტირებს კრემლის ნარატივს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.
„[სტივ უიტკოფი] საკმაოდ ხშირად ციტირებს კრემლის ნარატივს […] და მე მიმაჩნია, რომ ეს არ გვაახლოებს მშვიდობასთან“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში.
„უიტკოფის განცხადებები ძალიან გვაწუხებს“, – დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კომენტარები