თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, III, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), წყაროთუბნის, ლეო კერესელიძის, მწვანე და ნიკო კეცხოველის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპირო კოსმონავტების, რაფიელ აგლაძის, დავით ყიფიანის, გიორგი (გოგი) ცაბაძის, იროდიონ ევდოშვილის, ქუთაისის, ზეზვა გაფრინდაულის, ფოთის, ვახუშტი ბაგრატიონის, რაჟდენ გვეტაძის, მირცხულავას, ელიავას, ალექსი გოგოლაურის და ნადირა ხოშარაულის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზედა პლატოს (ნაწილობრივ), დავით ბერიაშვილის, თრიალეთის, გიორგი ბერიაშვილის, მიხეილ გახოკიძის, ლევან მაჭავარიანის, ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის, ირინა შტენბერგის, რომანოზ ხომლელის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.